მარტინო: "ფაბრეგასმა შედეგი დაგვანახა"
კატალონიის "ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა, "სელტას" წინააღმდეგ პრიმერა დივიზიონის მეთერთმეტე ტურის ეგიდით გამართულ შეხვედრასთან დაკავშირებით ისაუბრა (0:3).
"მატჩის მეორე ნახევარში ძალიან თავდაჯერებულად გამოვიყურებოდით და თამაშს მთლიანად ვაკონტროლებდით. შემიძლია ვთქვა, რომ სესკ ფაბრეგასმა ამ შეხვედრაში ბრწყინვალე შედეგი დაგვანახა", - აცხადებს ხერარდო მარტინო.
"მართალია, ალექსის სანჩესმა ანგარიშის გახსნა სწრაფი გოლით შეძლო, მაგრამ ამას თამაშზე დიდი ზეგავლენა არ მოუხდენია. ჩვენ მხოლოდ მაშინ დავმშვიდდით, როდესაც მეტოქემ ბურთი საკუთარ კარში გაიტანა".
ამას გარდა, ტატა მარტინომ ადრიანო კორეირას ადრეულ შეცვლაზეც გააკეთა კომენტარი, რომელმაც მოედანი მატჩის დაწყებიდან ნახევარ საათში დატოვა:
"მე მისი ნაადრევად გაყვანა თავის დაზღვევის მიზნით გადავწყვიტე. ბრაზილიელმა ტკივილი ზურგის არეში იგრძნო. ვნახოთ, როგორ იგრძნობს თავს იგი უახლოეს მომავალში".
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]