მარტინო:" სრულყოფილი მატჩი მთელს სეზონში"
კატალონიის "ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა ტატა მარტინომ გუშინდელ მატჩზე ისაუბრა.
"გუშინ "ბარსელონას" ყველაზე სრულყოფილი მატჩი ვიხილეთ ამ სეზონში. კარგი მატჩი გამოდგა, მაგრამ აუცილებელია ამ გამარჯვებების გაგრძელება და უფრო თავდაჯერებულად თამაში."
"ჩვენ გვინდოდა სწრაფი გოლი გაგვეტანა, რადგან "სელტიკი" ხშირად დაცვაში იკეტება. ეს გამოგვივიდა და ამის შემდეგ თამაში გაიხსნა. ჩვენ ვახდენდით პრესინგს მოწინააღმდეგის ნახევარზე და ვცდილობდით ბურთი მალე მოგვეპოვებინა. ამ ტაქტიკამ გაამართლა."
"ნეიმარი შესანიშნავი ფეხბურთელია. ამას არაერთხელ ვამბობ. არ გამკვირვებია, რომ მან ასეთი კარგი მატჩი ჩაატარა. ნეიმარი გუნდს გამარჯვებაში დაეხმარა და ესაა მთავარი." - დაასრულა მარტინომ.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]