ტერ შტეგენი "ბარსელონას" თაობაზე ჭორებს პასუხობს

ტერ შტეგენი "ბარსელონას" თაობაზე ჭორებს პასუხობს

როგორც მიონხენგლადბახის "ბორუსიას" ახალგაზრდა გოლკიპერი აცხადებს, უახლოეს მომავალში იგი სამუშაო ადგილის შეცვლას არ აპირებს.

გასული კვირის პრესის თანახმად, მარკ-ანდრე ტერ შტეგენი მიმდინარე წლის ბოლოს თავის ამჟამინდელ კლუბს კატალონიურ გრანდში გაცვლის. თუმცა, თავად მოთამაშე ამ ინფორმაციას არ ადასტურებს.

"ამის შესახებ არაფერი ვიცი. ამ ეტაპზე მხოლოდ "ბორუსიას" თამაშები მაინტერესებს, რაც ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია", - აცხადებს ტერ შტეგენი.

"სასიამოვნო მოსასმენია, როდესაც შენი თამაშით ევროპული გრანდი ინტერესდება, მაგრამ ამჟამად არაფრის დადასტურება არ შემიძლია. მიონხენგლადბახში ყოფნით მოხარული ვარ და ვნახოთ, რა მოხდება მომავალში", - დაასრულა გერმანელმა მეკარემ.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.