"გლადბახი" ტერ შტეგენში 12 მილიონს ითხოვს

"გლადბახი" ტერ შტეგენში 12 მილიონს ითხოვს

როგორც ჩანს, ახალგაზრდა გერმანელი გოლკიპერის ტრანსფერის საკითხებში, მხოლოდ მისი ღირებულება დარჩა დასადგენი.

მოგეხსენებათ, ადრე პრესა იტყობინებოდა, რომ უახლოეს მომავალში მარკ-ანდრე ტერ შტეგენი კატალონიის "ბარსელონას" შემადგენლობას ათი მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდება. 

თუმცა, უახლესი ინფორმაციის თანახმად, გერმანული კლუბის ხელმძღვანელობა ახალგაზრდა ფეხბურთელის სანაცვლოდ 12 მილიონ ევროს ითხოვს.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ ტერ შტეგენის ირგვლივ არსებულ სიტუაციას იტალიური "მილანიც" აკვირდება, რომელსაც მეკარის შეძენა გეგმებიდან ჯერაც არ ამოუშლია.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.