"ბარსელონასა" და მესის გადასახადების დამალვაში ადანაშაულებენ
"ბარსელონასა" და ლიონელ მესის მიერ გადასახადების დამალვის საკითხი კვლავ აქტუალურია. ამჯერად, საქმე არგენტინელი ფეხბურთელის საქველმოქმედო ფონდს ეხება.
რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ ესპანეთის პროკურატურამ, მესის წინააღმდეგ მიმდინარე საქმე მტკიცებულებების ნაკლებობის გამო შეწყვიტა. ჟურნალისტები კი იმ ვერსიებს ავრცელებენ, რაც სამართალდამცავებს ჰქონდათ.
ლიონელ მესის საქველმოქმედო ფონდი 2007 წელს შეიქმნა, მაგრამ ბარსელონაში მხოლოდ 2013 წელს დარეგისტრირდა. ეს ნიშნავს, რომ 2013 წლამდე, ფონდს შემოწირულობისა და საგადასახადო შეღავათების მიღების უფლება არ ჰქონდა. თუმცა, 2010-2013 წლებში, "ბარსელონას" ანგარიშიდან ფონდის ანგარიშზე 7.5 მილიონი ევრო გადაირიცხა.
გერმანული Spiegel-ის ცნობით, ესპანეთში ეჭვობენ, რომ მესი, თავისი ფონდის დახმარებით, "ბარსელონას" გადასახადებისგან თავის არიდებაში ეხმარებოდა.
ლეოს ძმა, როდრიგო აცხადებს, რომ ფონდის საქმიანობა კანონთან სრულ შესაბამისობაში იყო და მისი დროულად არდარეგისტრირება ყოფილი მრჩეველების შეცდომის ბრალია.
ამ საკითხზე კომენტარი "ბარსელონამაც" გააკეთა, რომლის განცხადების თანახმადაც, კლუბის მიერ მესის ფონდში გადარიცხული თანხა სრულად ქველმოქმედებას მოხმარდა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 4 ]