აგირე: "ესპანიოლს" წარმატების შანსი აქვს"
"ესპანიოლის" მთავარი მწვრთნელი ხავიერ აგირე დღეს გასამართი კატალონიური დერბის წინ აცხადებს, რომ მის გუნდს "ბარსელონასთან" წარმატებით თამაში შეუძლია.
"არ მჭირდება ის, ვინც ფიქრობს, რომ "ბარსელონასთან" უნდა წავაგოთ. ჩვენი გუნდი ამ შეხვედრისთვის ძალიან სერიოზულად ემზადება. ვფიქრობ, "ესპანიოლს" ამ მატჩში წარმატების მიღწევისთვის საკმარისი შანსები აქვს. თუმცა, ამისთვის საჭიროა, რომ ძალიან კარგად ვითამაშოთ როგორც ბურთით, ასევე მის გარეშე." - აცხადებს ხავიერ აგირე.
შეგახსენებთ, რომ "ბარსელონა" და "ესპანიოლი" ერთმანეთს დღეს, ღამის 12 საათზე დაუპირისპირდებიან.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]