„კარტახენა“ და „ბარსელონა“ ერთმანეთს მეორედ გადაეყარნენ
როგორც იცით, ესპანეთის თასის 1/16-ფინალში, "ბარსელონა" "კარტახენას" დაუპირისპირდება. ამ სტატიაში მოგაწოდებთ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა აკავშირებთ ამ კლუბებს ერთმანეთთან.
"ბარსელონა" და "კარტახენა" ერთმანეთს აქამდეც შეხვედრიან. 1988-98 წლების სეზონში, ესპანეთის თასის 1/16-ფინალში, კატალონიელებმა სტუმრად 3:0 მოიგეს (გოლები: ვალვერდე, სალინასი და ამორი), ხოლო განმეორებით მატჩში 4:0 იმარჯვეს (გოლები: ამორი (2), სალინასი (2).
"ბარსელონასა" და "კარტახენას" ერთმანეთთან ერთი საინტერესო ისტორიაც აკავშირებთ. 1981 წლის 24 სექტემბერს, "ბარსელონას" სარეზერვო გუნდის სტადიონის, "მინიესტადის" მშენებლობა დაიწყო, რომელიც ერთი წლის შემდეგ, კატალონიელთა პირველი და მე-2 გუნდების დაპირისპირებით გაიხსნა. რამდენიმე წლის შემდეგ, "კარტახენას" ხელმძღვანელობამ იმდროინდელი სტადიონის, "ელ ალმარხალის" ახალი არენით ჩანაცვლება გადაწყვიტა და მაგალითი "მინიესტადისგან" აიღო. "კარტახენას" ამჟანიდელი სტადიონი, "კართაგანოვა" სწორედ "ბარსა ბ"-ს საშინაო არენის მოდელზეა აგებული.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]