"კარტახენას" პრეზიდენტი ფანებს: "ბარსელონას" ფეხბურთელებს ნუ დაუსტვენთ
დღეს, "ბარსელონა" "კარტახენას" ამხანაგურ, საქველმოქმედო მატჩში დაუპირისპირდება. შემოსული თანხა მურსიას რეგიონში წყალდიდობის გამო დაზარალებულ ოჯახებს მოხმარდება.
"კარტახენას" პრეზიდენტი, პაკო ბელმონტე, თავისი გუნდის ფანებს მოუწოდებს, რომ "ბარსას" მოთამაშეებს არ დაუსტვინონ.
"არ გვინდა, რომ მათ "ბარსელონას" დაუსტვინონ". - ამბობს ბელმონტე Marca-სთან ინტერვიუში.
შეგახსენებთ, რომ შეხვედრა დღეს, თბილისის დროით 22 საათზე დაიწყება.
კატალონიელთა მხრიდან, მატჩში მონაწილეობას ძირითადად სარეზერვო გუნდის ფეხბურთელები მიიღებენ, თუმცა მოედანზე პიკე, რობერტო, დემბელე და პირველი გუნდის სხვა წევრებიც გავლენ.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 3 ]