ლა ლიგაში 5500-ე გოლი ფაბრეგასმა გაიტანა
სესკ ფაბრეგასის მიერ "ბეტისის" კარში გატანილი მე-2 გოლი რიგით 5500-ეა, რომელიც "ბარსელონამ" ესპანეთის ჩემპიონატის ისტორიაში გაიტანა. ფაბრეგასმა, ლა ლიგის გასულ ტურში, სევილიური გუნდის კარი 2-ჯერ აიღო. მის მიერ 79-ე წუთზე გატანილი გოლი კი საიუბილეო გამოდგა.
"ბარსელონას" სტაჟიანი გულშემატკივრობა არაა საჭირო იმისათვის, რომ გვახსოვდეს კატალონიელთა მე-5000 გოლი. ეს 2009 წლის 1 თებერვალს, სანტანდერში მოხდა, როდესაც "რასინგთან" გამართულ მატჩში შეცვლაზე შესულმა ლიონელ მესიმ მეტოქის კარი 2-ჯერ აიღო და გუნდს 0:1 ჩამორჩენის მიუხედავად 2:1 მოაგებინა. 500 გოლის გასატანად "ბარსას" მხოლოდ 4 წელი და 9 თვე დასჭირდა.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]