"ბარსას", ევროპის მასშტაბით, შეცვლებიდან ყველაზე მეტი გოლი გააქვს

"ბარსას", ევროპის მასშტაბით, შეცვლებიდან ყველაზე მეტი გოლი გააქვს

ლა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში, 13 ტურში, "ბარსელონამ" მეტოქეთა კარი 35-ჯერ აიღო, რაც საუკეთესო შედეგია. ამ 35 გოლიდან 7 შეცვლაზე შესულმა ფეხბურთელებმა გაიტანეს, რაც მთელს ევროპაში საუკეთესო მაჩვენებელია.

მას შემდეგ, რაც "ლეგანესთან" გუშინ გამართულ შეხვედრაში, თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩართულმა არტურო ვიდალმა გამარჯვების გოლი გაიტანა, ერნესტო ვალვერდეს გუნდს, შეცვლაზე შესული ფეხბურთელების მიერ გატანილი 7 გოლი დაუგროვდა. აქედან 2-2 არტურო ვიდალისა და ლუის სუარესის, ხოლო თითო ანსუ ფატის, არტურისა და სერხიო ბუსკეტსის ანგარიშზეა.

ესპანეთის მასშტაბით, "ბარსელონას" შემდეგ საუკეთესო შედეგი "ხეტაფეს", "ლევანტესა" და "რეალს" აქვთ - 5-5 გოლი.

ევროპის მასშტაბით, "ბარსელონას" "ატალანტა" მოსდევს 6 გოლით. 5-5 გოლი აქვთ "პარმასა" და "პარი სენ-ჟერმენს".

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.