გალიარდო: "ბარსას" ერთ-ერთი ლიდერი თავის თავს "რეალს" შესთავაზებს"
"ფიფას" აგენტი ფრანსუა გალიარდო მორიგ უცნაურ განცხადებას აკეთებს, რომელსაც ასრულება, დიდი ალბათობით, არც ამჯერად უწერია. გალიარდოს თქმით, "ბარსელონას" ერთ-ერთი ლიდერი კარიერას მადრიდის "რეალში" განაგრძობს.
"მომდევნო კვირაში, "ბარსელონას" ერთ-ერთი ფეხბურთელი თავის თავს მადრიდის "რეალს" შესთავაზებს. ის კატალონიურ კლუბში თავს საჭირო ფეხბურთელად აღარ თვლის.
საქმე გვაქვს მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშეთა ხუთეულში შემავალ ფეხბურთელთან. "რეალი" ამ საკითხს მომდევნო კვირაში განიხილავს." - ციტირებს გალიარდოს სიტყვებს Punto Pelota.
შეგახსენებთ, რომ ფრანსუა გალიარდო არაერთი აბსურდული განცხადების ავტორია. მის სიტყვებს რომ დაეჯერებოდეს, დიდიე დროგბა "ბარსელონაში" უნდა თამაშობდეს, ხოლო პეპ გუარდიოლა "მანჩესტერ სიტის" უნდა წვრთნიდეს.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]