გალიარდო: "ბართომეუ წინასაარჩევნო კამპანიას გიუნდოგანზე ააგებს"
FIFA-ს აგენტი ფრანსუა გალიარდო ირწმუნება, რომ "ბარსელონას" ამჟამინდელი პრეზიდენტი, ხოსეპ მარია ბართომეუ "დორტმუნდის" ნახევარმცველის, ილქაი გიუნდოგანის შეძენას შეეცდება.
მიმდინარე წლის ზაფხულში, "ბარსელონაში" ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდება, რომელში მონაწილეობას ბართომეუც მიიღებს. გალიარდოს თქმით, ამჟამინდელი პრეზიდენტის წინასაარჩევნო კამპანია გიუნდოგანზე იქნება აგებული.
"ბართომეუს წინასაარჩევნო კამპანიის მთავარი კომპონენტი ილქაი გიუნდოგანი იქნება." - აცხადებს გალიარდო პროგრამა Jugones de Chiringuito-სთან საუბრისას.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
1 2
კომენტარები [ 33 ]