ვალდესმა დარტყმების 84% მოიგერია
ვიქტორ ვალდესი რომ მიმდინარე სეზონს ბრწყინვალედ ატარებს, ეს სიახლე არაა და ამას სტატისტიკაც ცხადყოფს. როგორც გაირკვა, კატალონიელთა კიპერს მის კარში წასული ბურთების მოგერიებაში საუკეთესო პროცენტული მაჩვენებელი აქვს. ვალდესმა დარტყმების 84% მოიგერია.
პრიმერა დივიზიონის 13 ტურის შემდეგ ვიქტორ ვალდესს მხოლოდ 8 გოლი აქვს გაშვებული, რაც საუკეთსო შედეგია. 31 წლის მეკარის კარში 8 გოლის გასატანად მეტოქეებს 50 ზუსტი დარტყმის განხორციელება დასჭირდათ, რაც იმას ნიშნავს, რომ ვალდესმა 42 დარტყმა, ანუ 84% მოიგერია. ლა ლიგაში თამაშობენ მეკარეები, რომლებსაც უფრო მეტი სეივი აქვთ. ესენი არიან კეილორ ნავასი ("ლევანტე", 63 სეივი), ესტებანი ("ალმერია", 56) და მოია ("ხეტაფე", 55), მაგრამ მათი პროცენტული მაჩვენებელი ვალდესისაზე დაბალია.
"ბეტისთან" გამართულ შეხვედრაში, როდესაც ანგარიში 0:0 იყო, ვალდესმა, ხუან კარლოსის დარტყმის შემდეგ, ძალიან რთული ბურთი მოიგერია. ეს პირველი შემთხვევა არ ყოფილა, როდესაც ვალდესის ქმედებამ მატჩის შედეგზე გავლენა იქონია. გავიხსენოთ მე-2 ტურში, "მალაგასთან" ჩატარებული მატჩი, როდესაც ვალდესმა, შეხვედრის მიწურულს, მეტოქეს ანგარიშის გათანაბრების საშუალება არ მისცა. "რაიოსთან", ვიქტორმა ტრაშორასს თერთმეტმეტრიანი აუღო იმ დროს, როდესაც მისი გუნდი წინ მხოლოდ 1 ბურთით იყო. "ალმერიასთან" კი, როდესაც "ბარსა" ასევე მხოლოდ 1:0 იგებდა, მან მეკარესთან პირისპირ გასულ როდრის აჯობა.
ვალდესის საუკეთესო მატჩად "ელ კლასიკო" უნდა ჩაითვალოს. იმ დროს, როდესაც კატალონიელები 1:0 იგებდნენ, მაგრამ ხედირას აუღო. მე-2 ნახევარში კი, მან რონალდუს არ გაატანინა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]