ალვესი: "მესის როლს საკუთარ თავზე, ნეიმარი აიღებს"
კატალონიის "ბარსელონასა" და ბრაზილიის ეროვნული ნაკრების 30 წლის მცველს, დანი ალვესს ეჭვიც არ ეპარება იმაში, რომ მისი თანამემამულე და კოლეგა, ნეიმარი ღირსეულად ჩაანაცვლებს, არგენტინელ ლიონელ მესის, რომელმაც ტრავმა მიიღო და მოედანს 2 თვის შემდეგ დაუბრუნდება. იტყობინება, Marca.
"ნეიმარი ყოველთვის მზად არის სათამაშოდ, მან იცის, თუ რამდენად მნიშვნელოვანია "ბარსელონასათვის". მას ესმის, რომ იგი სწორედ მსგავსი სიტუაციებისათვის შეიძინეს. ვინმემ აუცილებლად უნდა აიღოს, მესის როლი საკუთარ თავზე. ეს ფეხბურთელი კი საკუთარი კლასის გათვალისწინებით, სწორედ ნეიმარი იქნება. მე დარწმუნებული ვარ, რომ იგი ამ მისიას თავს წარმატებით გაართმევს." - განაცხადა, ბრაზილიელმა.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]