მესიმ კლუბის ყოფილ ფიზიოთერაპევტთან კონფლიქტი უარყო
კატალონიის "ბარსელონას" 26 წლის არგენტინელმა ფეხბურთელმა, ლიონელ მესიმ უარყო გავრცელებული ინფორმაცია, რომლის თანახმადაც თითქოს მას კლუბის ყოფილ ფიზიოთერაპევტთან, ხუანხო ბრაუსთან კონფლიქტი მოუწია. მესის ბარძაყის ტრავმას, "ბარსელონაში" არგენტინის ეროვნული ნაკრების კინეზიოლოგი, ლუის გარსია იკვლევდა.
"რადგან არგენტინის ეროვნული ნაკრების ამხანაგური მატჩები მოახლოვდა, კინეზიოლოგი ლუის გარსია, რომელიც არგენტინის საფეხბურთო ფედერაციის წარმომადგენელია, ბარსელონაში ჩამოვიდა. გარსიას მოთამაშის მდგომარეობა უნდა შეემოწმებინა და ტრავმა უნდა დაედასტურებინა. "ბარსას" სამედიცინო შტაბი, როგორც ყოველთვის მოთამაშის მდგომარეობას და მის აღდგენით პროცესს ყოველთვის აკვირდება. სწორედ ასე ხდება ყველა ფეხბურთელთან, საჭირო სიტუაციებში." - ნათქვამია, მესის გუნდის მოხსენებაში.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]