საბელია: "ვიმედოვნებ, რომ ივნისამდე მესის აღარაფერი მოუვა"
არგენტინის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ალეხანდრო საბელიამ განაცხადა, რომ მას დიდი იმედი აქვს მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის დაწყებამდე მისი გუნდისა და "ბარსელონას" ვარსკვლავი, ლიონელ მესი ფორმას აკრიფვას მოასწრებს.
"ლეო უნდა გამოჯანმრთელდეს, ის მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატს კარგ ფორმაში უნდა შეხვდეს. ვიმედოვნებ, რომ ივნისამდე მას აღარაფერი მოუვა. ამჟამად ის ეროვნული გუნდის ფიზიოთერაპევტთან, ლუის გარსიას ხელმძღვანელობით აღდგენით პროცესს ასრულებს. შემდეგ კვირაში აქ "ბარსელონადან" ადამიანი ჩამოვა და გამოკვლევაში ჩაერთვება. ყველას სურს, რომ მესი ჯანმრთელი იყოს, მაგრამ ფეხბურთი ასეთია. ხვალ შესაძლოა მან ან მისმა თანაგუნდელმაც მიიღოს ტრავმა." - განაცხადა, საბელიამ.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]