ფაბრეგასმა ვარჯიში განაახლა
"ბარსელონას" დღევანდელ ვარჯიშში მონაწილება იმ ფეხბურთელებმა მიიღეს, რომლებიც ეროვნულ ნაკრებებში გამოძახებულნი არ არიან. სასიამოვნო სიახლე იყო სესკ ფაბრეგასის დაბრუნება.
ფაბრეგასმა ტრავმა ესპანეთის ჩემპიონატის გასულ ტურში მიიღო და ის გუნდს რამდენიმე დღით გამოაკლდა, რის გამოც, ფეხბურთელი ეროვნულ ნაკრებში ვერ გაემგზავრა. დღეს, ფაბრეგასმა, გუნდის სხვა წევრებთან ერთად, სრული დატვირთვით ივარჯიშა.
საწვრთნელ ბაზაზე გამოჩნდნენ ხორდი ალბა და ხერარდ პიკეც, მაგრამ ისინი კვლავ ინდივიდუალური პროგრამით ვარჯიშობენ.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]