ვალდესი, სავარაუდოდ, სამიდან ექვს კვირამდე იუქმებს
სამხრეთ აფრიკასა და ესპანეთს შორის გამართული მატჩი (1:0) "ბარსელონასთვის" ძალიან ცუდად დასრულდა. მოედანზე მე-2 ტაიმის დასაწყისში შესულმა ვიქტორ ვალდესმა, შეხვედრის მიწურულს ტრავმა მიიღო. 31 წლის მეკარეს, სავარაუდოდ, ფეხის კუნთი აქვს გაწყვეტილი, რაც მას სამიდან ექვს კვირამდე უქმობას აიძულებს.
ვალდესს დეტალური სამედიცინო შემოწმება უახლოეს მომავალში ჩაუტარდება, მაგრამ წინასწარი პროგნოზი არცთუ სახარბიელოა: "როგორც ჩანს, ვალდესს ფეხის კუნთი აქვს გაწყვეტილი, რის გამოც ის სამიდან ექვს კვირამდე იუქმებს." - აცხადებს ესპანეთის ნაკრების ექიმი ხუან კოტა.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]