ვალდესი ზაფხულში შესაძლოა "მანჩესტერ სიტიში" გადავიდეს

ვალდესი ზაფხულში შესაძლოა "მანჩესტერ სიტიში" გადავიდეს

კატალონიის "ბარსელონას" 31 წლის ესპანელი მეკარე, ვიქტორ ვალდესი შესაძლოა მომავალ ზაფხულს ინგლისურ, "მანჩესტერ სიტიში" თავისუფალი აგენტის სტატუსით გადაბარგდეს. იტყობინება, Marca. 

ესპანელი მეკარის შეძენის გადაწყვეტილებას, ინგლისური კლუბი სავარაუდოდ 2013/2014 სეზონის დასრულების შემდეგ მიიღებს. ვალდესის სიტუაცია მნიშვნელოვნად იქნება დამოკიდებული "ქალაქელთა" ამჟამინდელი მეკარის, ჯო ჰარტის სათამაშო დონეზეც, რომელმაც ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაკარგა. პრესის ინფორმაციით ვალდესი "მონაკოში" გადასვლას ჯერჯერობით არ გეგმავს. ესპანელი მეკარე "ბარსელონას" ოფიციალურად 2014 წლის ზაფხულში დატოვებს. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.