სეზონის დასრულების შემდეგ, ვალდესი შესაძლოა "ჩელსიში" გადავიდეს
მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ, კატალონიის "ბარსელონას" 31 წლის ესპანელი მეკარე ვიქტორ ვალდესი, შესაძლოა ინგლისის პრემიერლიგაში, კონკრეტულად კი, ლონდონის "ჩელსიში" გადავიდეს.
მიუხედავად იმისა, რომ პრესამ უკვე არაერთხელ დაუკავშირა ფეხბურთელი, ფრანგულ "მონაკოს" სავსებით შესაძლებელია, რომ ვალდესი მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ ლონდონში გადაბარგდეს, სადაც კონტრაქტი 2017 გაუფორმდება და ანაზღაურების სახით წელიწადში 10 მილიონ ევროს გამოიმუშავებს. ეს ინფორმაცია, 101 great goals-მა დაადასტურა.
აქვე შეგახსენებთ, რომ ვიქტორ ვალდესი "ლურჯ-ბროწეულისფერთა" კარებს 2002 წლიდან იცავს. "ბარსელონას" შემადგენლობაში კი, 509 შეხვედრა ჩაუტარებია, სადაც 415 ბურთი გაუშვა.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]