მესი: „ინდივიდუალურ ჯილდოებზე ჩაციკლული არ ვარ“

მესი: „ინდივიდუალურ ჯილდოებზე ჩაციკლული არ ვარ“

მსოფლიოს მოქმედი საუკეთესო ფეხბურთელი, ლიონელ მესი, რომელსაც ცოტა ხნის წინ "ოქროს ბუცი" გადაეცა, აცხადებს, რომ ის ინდივიდუალურ ჯილდოებზე არ ფიქრობს.

-         სანამ ტრავმირებული ხართ კრიშტიანუ რონალდუს ბევრი გოლი გააქვს. რა შანსი გაქვთ იმისათვის, რომ პორტუგალიელს გადაასწროთ და "ოქროს ბუცი" მეოთხედ მოიგოთ?

-         ინდივიდუალურ ჯილდოებზე ჩაციკლული არასდროს ვყოფილვარ. ასეთი პრიზის მიღება სასიამოვნოა, მაგრამ არა იმდენად, რამდენადაც გუნდური ჯილდოს მოგება. ჩემთვის მთავარი "ბარსელონასთვის" რაც შეიძლება მეტი სარგებლის მოტანაა. ამჟამად ეს იმაში გამოიხატება, რომ რაც შეიძლება მალე გამოვჯანმრთელდე. თავს უკეთ ვგრძნობ და მოედანზე დაბრუნებას მოუთმენლად ველი.

-         რას უნდა ველოდეთ არგენტინის ნაკრებისგან მსოფლიო ჩემპიონატზე?

-         ვფიქრობ, ამ ტურნირისთვის კარგად მოვემზადებით. ჩემპიონატი 7 თვეში იწყება, ჩვენ კი ბევრი რამის გამოსწორება უნდა მოვასწროთ. იმედი მაქვს, ტიტულს არგენტინა მოიგებს. ეს მთელი ერის ოცნებაა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.