როსელი: "ესპანეთის ნაკრებმა ამდენი არ უნდა იმოგზაუროს"

როსელი: "ესპანეთის ნაკრებმა ამდენი არ უნდა იმოგზაუროს"

"ბარსელონას" პრეზიდენტი სანდრო როსელი მიიჩნევს, რომ ესპანეთის ეროვნულმა ნაკრებმა ახამანგური მატჩების სტუმრად გამართვის ნაცვლად, აქცენტი საშინაო შეხვედრებზე უნდა გააკეთოს, რის შედეგადაც, ფეხბურთელთა ენერგია დაიზოგება.

"ვფიქრობ, ესპანეთის ნაკრებმა მთელი მსოფლიოს მასშტაბით არ უნდა იმოგზაუროს და ამხანაგური შეხვედრები უფრო ხშირად საკუთარ მოედანზე უნდა გამართოს. ეს მგზავრობები ფეხბურთელებზე ძალიან უარყოფითად აისახება." - აცხადებს სანდრო როსელი.

შეგახსენებთ, რომ ბოლო ასეთი ამხანაგური მატჩის დროს, ტრავმა მიიღო "ბარსელონას" მეკარემ, ვიქტორ ვალდესმა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.