პინტოს დროა

პინტოს დროა

ვიქტორ ვალდესის ტრავმის გამო, "ბარსელონას" მე-2 მეკარის, ხოსე მანუელ პინტოს საკითხი აქტუალური გახდა. გთავაზობთ კარის ვეტერანი დარაჯის მიერ კატალონიური კარიერის განმავლობაში დაფიქსირებულ შედეგებს.

ხოსე მანუელ პინტო "ბარსელონაში" 2008 წლის იანვარში, ტრავმირებული ხორკერას შესაცვლელად გადმოვიდა და მას შემდეგ, "სელტას" ყოფილი კიპერი კატალონიური გუნდის მე-2 მეკარეა. 38 წლის ფეხბურთელს "ბარსას" მაისურით 63-ჯერ უთამაშია. მის კარში მეტოქეებმა 53 გოლი გაიტანეს.

პინტო სასტარტო შემადგენლობაში, ძირითადად, სათასო თამაშებში ჩნდება ხოლმე, მაგრამ მას 21-ჯერ ლა ლიგაშიც უთამაშია (1890 წუთი) და 23 გოლი გაუშვია. პინტოს, ლა ლიგაში, 60 სეივი აქვს, რაც დარტყმების 72.3% უდრის. საუკეთესო მაჩვენებელი მას 2011-12 წლების სეზონში ჰქონდა, როდესაც ვეტერანმა მეკარემ დარტყმების 89% მოიგერია.

ცნობისთვის, ჯერ კიდევ "სელტაში" თამაშის დროს, ხოსე მანუელ პინტოს სამორას ჯილდო აქვს მოგებული. ეს პრიზი ლა ლიგაში ყველაზე ცოტა გოლის გამშვებ მეკარეს გადაეცემა.

შეგახსენებთ, რომ ვიქტორ ვალდესის ტრავმის გამო, პინტო "ბარსელონას" ძირითადი მეკარე დაახლოებით 8 თამაშის განმავლობაში იქნება.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.