"ბარსელონა" და პინტო "ბალაიდოსზე" ბრუნდებიან
თითქმის 8-წლიანი შესვენების შემდეგ, "ბარსელონა" ვიგოს ეწვევა და "ბალაიდოსზე" ითამაშებს. ნაცნობ მოედანზე გამოსვლა მოუწევს ხოსე მანუელ პინტოს, რომელიც, ამჯერად, "სელტას" წინააღმდეგ ითამაშებს.
"სელტამ" და "ბარსელონამ", ვიგოში, უკანასკნელად, 2006 წლის 28 აგვისტოს ითამაშეს. ეიდორ გუდიონსენის მიერ მატჩის მიწურულს გატანილი გოლის წყალობით, კატალონიელებმა ის თამაში 3:2 მოიგეს. მაშინ, "სელტას" კარს ხოსე მანუელ პინტო იცავდა, რომელიც, ვიქტორ ვალდესის დისკვალიფიკაციის გამო, დღეს, "ბარსელონას" მაისურით ითამაშებს.
2006-07 წლების სეზონში, "სელტა" ქვედა ლიგაში გავარდა და 5-წლიანი პაუზის შემდეგ, პრიმერას მიმდინარე სეზონში დაუბრუნდა. გუნდებს შორის სეზონის პირველი მატჩი, რომელსაც "კამპ ნოუმ" უმასპინძლა, კატალონიელებმა 3:1 მოიგეს. გოლები ადრიანომ, ალბამ და ვილიამ გაიტანეს. შეგახსენებთ, რომ ტრავმების გამო, დღეს პირველი 2 მათგანი ვერ ითამაშებს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]