პელე: "ზიდანი მესის სჯობს"

პელე: "ზიდანი მესის სჯობს"

როგორც ბრაზილიის ეროვნული ნაკრების ლეგენდარული მოთამაშე თვლის, ზინედინ ზიდანი ლიონელ მესიზე უკეთესი ფეხბურთელი იყო.

"ვფიქრობ, ინდივიდუალურ საკითხში, ზიდანი მესის სჯობს. ზინედინს ისეთი თანაგუნდელები არ ჰყოლია, როგორიც ლეოს, მაგალითად ჩავი და ინიესტა", - აცხადებს პელე.

მიუხედავად ამისა, ყოფილი ფეხბურთელი "ოქროს ბურთის" ნომინაციაში ხმის მიცემას არგენტინელი თავდამსხმელისთვის გეგმავს:

"მსურს, ამ პრიზისთვის ბრძოლაში ჩემი ხმა მესის მივანიჭო, საკუთარი ტექნიკის ასეთ მაღალ დონეზე გამოყენების გამო".

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.