მასკერანო: „მესი საუკეთესოა მათ შორის, ვისი თამაშიც მინახავს“

მასკერანო: „მესი საუკეთესოა მათ შორის, ვისი თამაშიც მინახავს“

ხავიერ მასკერანო აცხადებს, რომ "ბარსელონასა" და არგენტინის ეროვნული ნაკრების ლიდერი ლიონელ მესი საუკეთესო ფეხბურთელია მათ შორის, ვისი თამაშიც მას უნახავს.

"მესი საუკეთესო ფეხბურთელია მათ შორის, ვისი თამაშიც ჩემი ცხოვრების განმავლობაში მინახავს. ვუყურებ მის თამაშს და მომწონს.

"ოქროს ბურთის" გადაცემა არა ბოლო თვის, ან ნახევარი წლის გათვალისწინებით უნდა მოხდეს, არამედ მთელი წლის. საკუთარ აზრს არ შევიცვლი. იმედი მაქვს, მესი მოიგებს, რადგან ის ჩემი მეგობარია და გარდა ამისა, არგენტინელია."

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.