"ბარსელონამ" ბარტრას ახალი კონტრაქტი შესთავაზა
კატალონიის "ბარსელონას" ხელმძღვანელობამ, კლუბის 22 წლის ესპანელ ფეხბურთელს, მარკ ბარტრას ახალი კონტრაქტი შესთავაზა. შეთავაზების პირობები ჯერჯერობით უცნობია, თუმცა კატალონიელები მხოლოდ ფეხბურთელის პასუხს ელიან. იტყობინება, sport.es.
ბარტრას მიმდინარე ხელშეკრულებას ვადა, 2014 წლის ზაფხულში ეწურება, სწორედ ამიტომ "ლურჯ-ბროწეულისფრებს" იმედი აქვთ, რომ რაც შეიძლება სწრაფად გადაწყვიტავენ საკითხს და თანამშრომლობას განაგრძობენ.
მიმდინარე სეზონში ბარტრამ ესპანეთის ჩემპიონატში 7 მატჩი ჩაატარა, სადაც მეტოქის კარი ერთხელ აიღო და ერთი საგოლე გადაცემაც გააკეთა.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]