პინტო: "ფეხბურთი არასოდეს არის ადვილი"
კატალონიის "ბარსელონას" მეორე მეკარემ, ვეტერანმა პინტომ გუშინ "გრანადასთან" ჩატარებული მატჩის შემდეგ, სადაც კარი მშრალად შეინახა, კომენტარი გააკეთა. იტყობინება, Football Espana.
"ფეხბურთი არასოდეს არის ადვილი. მე თითქმის ათი წელი გავატარე "სელტაში" და ჩემთვის არასოდეს ყოფილა ყველაფერი ადვილი. მე სამორას ჯილდოს მოპოვება უდიდესი შრომისა და ძალისხმევის ხარჯზე მოვახერხე. "ბარსელონაში" ყველაფერი ზუსტად ასე იყო, მე დიდი დრო გავატარე კლუბში მეორე მეკარის რანგში. მე ბევრ წიგნს ვკითხულობდი თვითგანვითარებისათვის, ამით ცხოვრებისეული ფილოსოფია გავიგე, არ მინდოდა დავნებებულიყავი და ნაკლები ძალისხმევა გამომეჩინა, იმ მომენტშიც კი, როდესაც სათადარიგო სკამზე დიდი ხნის განმავლობაში ვიმყოფებოდი." - განაცხადა, პინტომ.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]