"აიაქსი" - "ბარსელონა". ადრიანო მატჩს გამოტოვებს, ჩავიმ შესაძლოა ითამაშოს

"აიაქსი" - "ბარსელონა". ადრიანო მატჩს გამოტოვებს, ჩავიმ შესაძლოა ითამაშოს

კატალონიის "ბარსელონას" 29 წლის ბრაზილიელი ფეხბურთელი, ადრიანო კორეია უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის V ტურის შეხვედრას გამოტოვებს. შეგახსენებთ, რომ "ბარსელონა" სტუმრად "აიაქსს" დაუპირისპირდება. იტყობინება, კლუბის ოფიციალური საიტი.

ბრაზილიელმა ფეხბურთელმა გუშინდელ შეხვედრაში, "გრანადას" წინააღმდეგ (4:0) მარცხენა ტერფის ტრავმა მიიღო. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ "აიაქსის" წინააღმდეგ თამაშს შესძლებს კლუბის 33 წლის ესპანელი ნახევარმცველი, ჩავი ერნანდესი, რომელიც გუნდს უკვე შეუერთდა. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.