ოფიციალურად: ბეილი "ელ კლასიკოს" გამოტოვებს
მადრიდის "რეალის" ერთ-ერთ ლიდერს, გარეთ ბეილს მომავალი კვირის დასაწყისში ოპერაცია ჩაუტარდება, იტყობინება მადრიდული კლუბის ოფიციალური საიტი.
უელსელი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-5 ტურის მატჩში, "სპორტინგის" წინააღმდეგ (2:1), 58 წუთზე შეცვალეს. ფეხბურთელს მარჯვენა ტერფის მყესების დაზიანება აღმოუჩინეს.
ოპერაცია 29 ნოემბერს, ლონდონშია დაგეგმილი, კლუბის ექიმების ზედამხედველობის ქვეშ. მედიის ცნობით, უელსელის აღდგენით პროცესს არანაკლებ სამი თვე დასჭირდება.
ამგვარად, ბეილი ესპანეთის ჩემპიონატის მე-14 ტურის მატჩს, "ბარსელონას" წინააღმდეგ, გამოტოვებს, რომელიც 3 დეკემბერს, "კამპ ნოუზე" გაიმართება. ფეხბურთელი სავარაუდოდ, ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალის პირველ მატჩსაც გამოტოვებს.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
1 2
კომენტარები [ 28 ]