ადამა: "მადლობა ყველა მწვრთნელს"
კატალონიის "ბარსელონას" ახალგაზრდა თავდამსხმელმა, ადამა ტრაორემ სიხარული და აღტაცება ვერ დამალა პირველ გუნდში დებიუტის შემდეგ, რომელიც გუშინ "გრანადას" წინააღმდეგ მატჩში (4:0) შედგა. იტყობინება, კლუბის ოფიციალური საიტი.
17 წლის ფეხბურთელს შეხვედრაში მონაწილეობის შანსი ხერარდო მარტინომ 83'-ე წუთზე მისცა.
"მე ვიყავი ძალიან ამაყი, რადგან რამოდენიმე წლიანი მძიმე სამუშაოს შემდეგ შევძელი პირველ გუნდში დებიუტი მქონოდა. მსურს მადლობა გადავუხადო ყველა მწვრთნელს, რომელთა ხელმძღვანელობითაც მე ვმუშაობდი. ინიესტასთან, პედროსთან და სხვებთან თამაში ძალიან ადვილია. მათ ყველამ რწმენა გამოხატეს ჩემს მიმართ და ეს მოვლენაც მომილოცეს. ვიმედოვნებ, რომ ერთი თამაშით საქმე არ განისაზღვრება და მე კიდევ მექნება შანსი პირველ გუნდში სათამაშო წუთები მივიღო." - განაცხადა, ადამამ.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]