„აიაქსი“-„ბარსელონას“ პაველ კრალოვეცი განსჯის
ცნობილი გახდა იმ არბიტრის ვინაობა, რომელიც "აიაქსსა" და "ბარსელონას" შორის გასამართ მატჩს განსჯის. ესაა ჩეხი მსაჯი პაველ კრალოვეცი.
36 წლის ჩეხ არბიტრს "ბარსელონას" თამაშში არასდროს უმსაჯია. "აიაქსის" მატჩი მან მონაწილეობა ერთხელ მიიღო, როდესაც ამსტერდამელები მადრიდში "რეალთან" 1:4 დამარცხდნენ.
ესპანური გუნდების მონაწილეობით გამართული შეხვედრა კრალოვეცმა 8-ჯერ განსაჯა. ესპანელებმა 4-ჯერ მოიგეს, 2-ჯერ ფრედ ითამაშეს და 2-ჯერ წააგეს. ჰოლანდიური გუნდისა და კრალოვეცის მონაწილეობით ჩატარებული 4 თამაშიდან 2 ფრედ დასრულდა, ხოლო 2 ჰოლანდიელებმა წააგეს.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]