ნეიმარი: "ვიმედოვნებ, რომ მესი რაც შეიძლება სწრაფად ჩადგება მწყობრში"

ნეიმარი: "ვიმედოვნებ, რომ მესი რაც შეიძლება სწრაფად ჩადგება მწყობრში"

კატალონიის "ბარსელონას" ბრაზილიელმა თავდამსხმელმა, ნეიმარმა განაცხადა, რომ მოუთმენლად ელის მოედანზე საკუთარი პარტნიორის, ლიონელ მესის დაბრუნებას. იტყობინება, Goal.

"ძალიან სამწუხაროა, რომ მესიმ ტრავმა მიიღო, რადგან ის გუნდის ერთ-ერთი საკვანძო ფეხბურთელია. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ მას ნებისმიერ მომენტში შეუძია მატჩის ბედი ჩვენს სასარგებლოდ გადაწყვიტოს. ვიმედოვნებ, რომ ლიონელი მწყობრში რაც შეიძლება მალე დაბრუნდება. რონალდინიოს ეპოქიდან მე ყოველთვის "ბარსელონას" გულშემატკივარი ვიყავი, ახლა კი მე აქ სწორედ ასეთ ფეხბურთელებთან ვთამაშობ, როგორიც მესი, ჩავი და ინიესტაა. ასეთი ვარსკვლავების გვერდით თამაში - ჩემი ბავშვობის ოცნებაა." - განაცხადა, ნეიმარმა. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.