ნეიმარი: "მესი მოედანზე სწრაფად იღებს გადაწყვეტილებებს"
"ბარსელონას" თავდამსხმელმა, ნეიმარმა, კიდევ ერთხელ მოიხსენია თავისი თანაგუნდელი ლიონელ მესი საქებარი სიტყვებით. ამას გარდა, ბრაზილიელმა განაცხადა, რომ მოუთმენლად ელის მადრიდის "რეალთან" შეხვედრას, რომელის 25 ოქტომბერს გაიმართება.
"ჩვენ მოუთმენლად ველოდებით "რეალთან" თამაშს. ახლა უნდა დავისვენოთ, რათა ამ შეხვედრისთვის მზად ვიყოთ. რაც შეეხება ჩემს თამაშს მესისთან მოედანზე, ჩვენ ვიტანთ გოლებს და ერთმანეთს გადაცემებს ვუკეთებთ იმისათვის, რომ დავეხმაროთ გუნდს. მესი მოედანზე სწრაფად იღებს გადაწყვეტილებებს. ის საუკეთესოა და ყველა დანარჩენს აღემატება." - აცხადებს ნეიმარი.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 12 ]