კოლო ტურე: "ბარსელონაში" იაია უფრო უკეთ თამაშობდა, ვიდრე ბუსკეტსი"
ინგლისური "ლივერპულის" მცველმა, კოლო ტურემ განაცხადა, რომ მისმა ძმამ კატალონიის "ბარსელონა" იმ მიზეზით დატოვა, რომ იგი სერხიო ბუსკეტსის ჩრდილში იმყოფებოდა. იტყობინება, Football Espana.
"მწვრთნელები კლუბში მოდიან, მათ თან მოჰყავთ ახალი ფეხბურთელები, რომლებსაც ყველაფრის ფასად გუნდის ძირითად შემადგენლობაში აყენებენ. "ბარსელონაში" იაია უფრო უკეთესი იყო, ვიდრე სერხიო ბუსკეტსი, მაგრამ იგი მის ჩრდილში იმყოფებოდა, რაც მისთვის მიუღებელი იყო. მე ჩემს ძმას ვურჩიე, რომ "მანჩესტერ სიტიში" გადასულიყო, სადაც მე ვთამაშობდი. იაიამ უფროსი ძმის რჩევა გაითვალისწინა და ამჟამად გუნდის ლიდერიცაა." - განაცხადა, კოლო ტურემ.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]