მილიტო: „გვარდიოლა უყურადღებოდ არაფერს ტოვებდა“
"ბარსელონას" ყოფილი ცენტრალური მცველი გაბრიელ მილიტო კატალონიელთა ლეგენდარულ ფეხბურთელსა და მწვრთნელზე, პეპ გუარდიოლაზე საუბრობს.
"ჩემს კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი მწვრთნელი ხოსე პეკერმანია. თუმცა, გუარდიოლა სხვებისგან ბევრი რამით განსხვავდება და მისგან ბევრი ვისწავლე. გუარდიოლას გუნდის თამაშით აღფრთოვანებული ვარ, მაგრამ არსებობს რაღაც, რაც პრესის წარმომადგენლებისთვის საიდუმლოა: ეს პეპის მუშაობაა. ხალხმა რომ იცოდეს, როგორ მუშაობდა "ბარსელონა" ასეთი წარმატებების მისაღწევად, ისინი გუნდის საიდუმლოს ჩაწვდებოდნენ. პეპს არასდროს არაფერს ტოვებდა უყურადღებოდ, ის ყველა თამაშს დეტალურ ანალიზს უკეთებდა. მას აქვს უნარი ზუსტად დაადგინოს, როგორ უნდა ითამაშოს გუნდმა ამა თუ იმ მეტოქესთან."
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]