სუბისარეტა: "ჩემი მთავარი შეცდომა ის იყო, რომ გვარდიოლას წასვლის უფლება მივეცი"
"ბარსელონას" ყოფილი სპორტული დირექტორი ანდონი სუბისარეტა კატალონიური გუნდის ლეგენდარულ ფეხბურთელსა და მთავარ მწვრთნელზე, პეპ გვარდიოლაზე საუბრობს.
"გვარდიოლა ხედავდა იმას, რასაც ჩვენ ვერ ვხედავდით. მან კლუბში ბევრი რამ შეცვალა. გვარდიოლა დარწმუნებული იყო, რომ ფეხბურთი ძალა, სისწრაფე და გამართლება არაა. არც ტაქტიკა და ტექნიკა.
გვარდიოლასთვის, ფეხბურთი კომბინაცია და გუნდური თამაშია. მან "ბარსელონაში" ფეხბურთის მისეული ხედვა მოიტანა. ჩემი მთავარი შეცდომა ის იყო, რომ გვარდიოლას წასვლის უფლება მივეცი. ის გუნდთან ერთად კიდევ ბევრს მიაღწევდა."
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 7 ]