ბუსკეტსი: „განგაში საჭირო არაა“
"ბარსელონას" საყრდენი ნახევარმცველი სერხიო ბუსკეტსი, "ატლეტიკთან" წაგებული თამაშის შემდეგ, აქცენტს მეტოქე გუნდის მიერ განხორციელებულ პრესინგზე აკეთებს.
"შესაძლოა, მეტოქე პრესინგს იმაზე უკეთ ახორციელებდა, ვიდრე ჩვენ. ისინი ფიზიკურად ჩვენზე ძლიერები არიან და ეს ნორმალურიცაა.
განგაშის საჭიროება არ არსებობს. უბრალოდ, ჩვენი საქმის კეთება უნდა განვაგრძოთ. საჭიროა მიმდინარე წელს ლა ლიგაში დარჩენილი ორივე თამაში მოვიგოთ. გარდა ამისა, დაშვებული შეცდომებისგან უნდა ვისწავლოთ."
ბუსკეტსმა კომენტარი ასევე გააკეთა იმ ეპიზოდზე, როდესაც ნეიმარის წაქცევისთვის "ატლეტიკის" ფეხბურთელი მოედნიდან არ გააძევეს: "არბიტრმა შეცდომა დაუშვა. ნეიმარი მეკარესთან ერთი ერთზე გადიოდა. მსაჯი უბრალოდ შეცდა."
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]