"მარკამ" მესი და ტიტო ვილანოვა დააჯილდოვა

"მარკამ" მესი და ტიტო ვილანოვა დააჯილდოვა

დღეს, ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში "მარკას" ყოველწლიური დაჯილდოვება გაიმართა. ესპანურმა გამოცემამ, ლეო მესის, პრიმერა დივიზონზე გატანილი გოლებისათვის პიჩიჩის თასი გადასცა. არგენტინელმა ფეხბურთელმა ეს ჯილდო ზედიზედ მეორედ, ჯამში კი მესამედ მოიპოვა. 45 გოლის ავტორმა დღეს დაჯილდოვებაზე მისვლა ტრამის გამო ვერ მოახერხა. შეგახსნებთ, რომ ფეხბურთელი ამჟამად არგენტინაში იმყოფება. ფეხბურთელის მაგივრად ჯილდო ტონი ფრეიშას გადაეცა, რომელმაც განაცახადა: "მესის მდგომარეობა ნელ-ნელა უმჯობესდება და ის სულ მალე აღიდგენს ფორმას ... საფეხბურთო სამყარო მოუთმენლად ელის ლეო მესის დაბრუნებას, რათა კვლავ უდიდესი სიამოვნება მიიღოს მისი თამაშით."

ჯილდო გადაეცა "ბარსელონას" ყოფილ მთავარ მწვრთნელ ტიტო ვილანოვასაც, თუმცა საღამოზე დასწრება ვერც მან შეძლო. მწვრთნელის ჯილდო კარლეს რექსაჩს გადასცეს. ამ უკანასკნელმა კი განაცხადა: "ტიტო ვილანოვას ესმის, უყვარს და ცხოვრობს ფეხბურთით". ტიტო ვილანოვამ გასულ სეზონზე გუნდს ლა ლიგა ისტორიული 100 ქულით მოაგებინა.

ლეო მესისთან ერთად დაჯილდოვდნენ: "ატლეტიკოს" მეკარე კურტუა, რომელსაც სპეციალურად მეკარეთათვის განკუთვნილი - ზამორას თასი გადაეცა, ალვარო ნეგრედო ("სევილია") - ესპანელი ფეხბურთელი, რომელმაც ყველზე მეტი გოლი გაიტანა, ველასკო კარბალიო - საუკეთესო მსაჯი და კრიშტიანუ რონალდუ ("რეალ მადრიდი") - "მარკამ" ის სეზონის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელა.

 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.