ტიტო ვილანოვამ მიგელ მუნიოსის სახელობის ჯილდო ჩაიბარა

ტიტო ვილანოვამ მიგელ მუნიოსის სახელობის ჯილდო ჩაიბარა

გასულ შაბათს, კატალონიის "ბარსელონას" პრეზიდენტმა, სანდრო როსელმა და კარლეს რექსაჩმა, "ბარსელონას" ყოფილ მწვრთნელს, ტიტო ვილანოვას მიგელ მუნიესის სახელობის ჯილდო გადასცეს, როგორც ლა ლიგის 2012/2013 სეზონის საუკეთესო მწვრთნელს. 

ამ ჯილდოს გამარჯვებულად ხერარდო მარტინოს წინამორბედი ცერემონიაზე დასახელდა, რომელიც გაზეთ, Marca-ს მიერ იყო ორგანიზებული. ცერემონია მადრიდში ორშაბათს ჩატარდა, ჯილდო პრეზიდენტის მრჩეველმა, კარლეს რექსაჩმა ჩაიბარა, შაბათს კი პირად შეხვედრაზე "ბარსას" ყოფილ მწვრთნელს გადაეცა.

ეს ჯილდო ტიტოს, "ბარსას" ხელმძღვანელობის პერიოდში მოგებული ესპანეთის ჩემპიონატის შემდგომ გადაეცა, სადაც გუნდს 100 ქულა მოაპოვებინა და უახლოეს მდევარს 15 ქულით აჯობა.  

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.