"ბარსა" ლუკაკუთი დაინტერესდა

"ბარსა" ლუკაკუთი დაინტერესდა

"ბარსელონა" ლონდონის "ჩელსიდან" "ევერტონში" განათხოვრებული ახალგაზრდა ბელგიელი თავდამსხმელის, რომელუ ლუკაკუს შეძენას აპირებს. ამ ინფორმაციას კატალონიური TV3 ავრცელებს.

კატალონიელი ჟურნალისტების ინფორმაციით, ლუკაკუთი "ბარსას" მთავარი მწვრთნელი ხერარდო მარტინოა დაინტერესებული, რომელსაც გუნდში ცენტრფორვარდის ხილვა სურს. ივარაუდება, რომ "ბარსა" 20 წლის ფეხბურთელის ზაფხულში გადაბირებას შეეცდება.

რომელუ ლუკაკუმ, რომელიც "ევერტონში" არენდის წესით თამაშობს, პრემიერლიგის მიმდინარე გათამაშებაში ჩატარებულ 9 თამაშში 8 გოლი გაიტანა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.