მარტინომ კარდოსო ისურვა
პორტუგალიური "ბენფიკას" პარაგვაელი თავდამსხმელის, ოსკარ კარდოსოს სახელს "ბარსელონას" უკავშირებენ. კატალონიური Sport-ის ინფორმაციით, 30 წლის ფეხბურთელის შეძენით ტატა მარტინოა დაინტერესებული.
კარდოსო და მარტინო ერთად პარაგვაის ნაკრებში მუშაობდნენ. არგენტინელი სპეციალისტისთვის "ბენფიკას" თავდამსხმელის შესაძლებლობები სწორედ იმ დროიდანაა ცნობილი.
გავრცელებული ინფორმაციით, "ბარსას" კარდოსოს შეძენას იანვარში შეეცდება. ივარაუდება, რომ სამხრეთ ამერიკელის სატრანსფერო ფასი 2 მილიონი ევრო იქნება.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]