"რომა" მზად არის სანაბრიაში 4 მილიონი ევრო გადაიხადოს

"რომა" მზად არის სანაბრიაში 4 მილიონი ევრო გადაიხადოს

იტალიური "რომა" მოლაპარაკებებს აწარმოებს "ბარსელონა ბ"-ს ახალგაზრდა ფეხბურთელის, ანტონიო სანაბრიას ტრანსფერზე, რომელმაც კატალონიურ კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარი განაცხადა. ამდროისათვის რომაელთა წარმომადგენლები ბარსელონაში იმყოფებიან და ცდილობენ 17 წლის პარაგვაელის გადაბირების თემა დაასრულონ. იტყობინება, Il Tempo.

წყაროს ინფორმაციით "მგლებს" საკმაოდ დიდი სურვილი აქვთ სანაბრია შეიძინონ, იტალიელები ფეხბურთელის სანაცვლოდ 4 მილიონი ევროს გადახდას აპირებენ, რაც მოთამაშის გამოსყიდვის ოფციას მილიონი ევროთი აღემატება. აქვე გეტყვით, რომ სულაც არ არის გამორიცხული ფეხბურთელის "რომაში" გადასვლის შემდეგ ტრანსფერში კიდევ ერთი ოფცია იქნეს დამატებული, რომელიც ფეხბურთელის უკან გამოსყიდვას გაითვალისწინებს. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.