პიკეს ათი საუკეთესო ფრაზა პრესკონფერენციიდან

პიკეს ათი საუკეთესო ფრაზა პრესკონფერენციიდან

"სან მამესზე" განცდილი გრძნობები უფრო პოზიტიური და განსხვავებული იყო, ვიდრე ამსტერდამში", - აცხადებს ესპანელი მცველი.

დღეს, ხერარდ პიკემ "სიუტატ ესპორტივაზე" პრესკონფერენცია გამართა, სადაც მან ბოლო ორი მატჩის შემდეგ გუნდის განწყობაზე ისაუბრა. გთავაზობთ მის მიერ ნათქვამ ათ საუკეთესო ფრაზას:

"ასე ცუდადაც არ ვართ. ვიგრძენით, რომ "სან მამესზე" თამაშის შემდეგ უფრო კარგ ხასიათზე ვიყავით, ვიდრე ჰოლანდიაში".

"გვაქვს ორი ვარიანტი: ან თავს უფლებას მივცემთ, ცხრილში ქვევით დავეშვათ, ანდა გავაგრძელებთ წინსვლას".

"ჩვენ უფროდაუფრო უკეთ ვთამაშობთ. უნდა მოვიპოვოთ ნდობა და შევუტიოთ უფრო სწრაფად, როცა გოლი დაგვჭირდება".

"ჩვენ ვიღებთ სასარგებლო და შედეგისმომცემ კრიტიკას. ეს პატივისცემის ნაკლებობაა, რაც არ მოგვწონს".

"მესმის, რასაც ტელიო და მონტოია ამბობენ, მაგრამ ეს "ბარსელონაა" და ძირითადი ადგილისთვის ყველას ბრძოლა მართებს. ყველა უკმაყოფილო მოთამაშისთვის წასასვლელი კარი ღიაა".

"მე მაქვს უდიდესი ნდობა და უდიდესი რწმენა ამ გუნდის მიმართ".

"ნუ შეგვადარებთ წარსულთან. ვეცდებით, ყველა ტიტული მოვიპოვოთ, თუმცა დარწმუნებული ვარ, წარსულთან ნებისმიერი შედარებისას დავმარცხდებით".

"ვფიქრობ, კარლეს პუიოლი ბოლო ათწლეულის საუკეთესო მცველია. მე მისი ყველანაირად მჯერა. მისთვის თამაში სიცოცხლის დაზღვევას ჰგავს".

"მოლაპარაკებები ჩემს ახალ კონტრაქტთან დაკავშირებით, ჯერ მხოლოდ ახლახანს დაიწყო. ჯერჯერობით ჩვენ მხოლოდ ერთი შეხვედრა გვქონდა."

"ჩვენ ლამაზი თამაშის შანსი მოგვეცემა, სადაც გამარჯვებისა და მორალის მოპოვებას ვეცდებით".

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.