ჩავი: "ვალდესის შეცვლა რთული იქნება"
კატალონიის "ბარსელონას" ვეტერანმა მოთამაშემ, სინანული გამოთქვა ვიქტორ ვალდესის წასვლასთან დაკავშირებით.
"ვალდესის წასვლა ჩვენთვის უდიდესი დანაკარგი იქნება. იგი ჩვენ ძალიან მოგვენატრება. ვინც არ უნდა მოვიდეს ვიქტორის ადგილას, მისი შეცვლა რთული იქნება", - განაცხადა ჩავი ერნანდესმა Catalunya Radio-სთან მიცემულ ინტერვიუში.
შეგახსენებთ, ესპანელი გოლკიპერის შეცვლის უმთავრეს კანდიდატებად, ითვლებიან მარკ-ანდრე ტერ შტეგენი (მოინხენგლადბახის "ბორუსია") და ტიბო კურტუა, რომელიც მადრიდის "ატლეტიკოში" იჯარის წესით თამაშობს, მაგრამ მისი კონტრაქტი ლონდონის "ჩელსის" ეკუთვნის.
მოსალოდნელია, რომ ვალდესი საკუთარ კარიერას ფრანგულ "მონაკოში" გააგრძელებს.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]