"ბარსელონა" მანგალას და ოტამენდის აკვირდება

"ბარსელონა" მანგალას და ოტამენდის აკვირდება

პორტუგალიური კლუბის ორი მცველის თამაშით, კატალონიის "ბარსელონას" ხელმძღვანელობაა დაინტერესებული, იტყობინება Sport.es.

მოგეხსენებათ, "ბლაუგრანა" დაცვის ხაზის გაძლიერებას აქტიურად ცდილობს. ერთ-ერთ პრიორიტეტულ ვარიანტად კი 22 წლის მანგალა ითვლება.

აღსანიშნავია, რომ უახლოესი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს, "პორტო" თავის მოთამაშეებთან განშორებას არ აპირებს. როგორც ცნობილია, კლუბი მანგალას 50 მილიონ ევროდ, ხოლო ნიკოლა ოტამენდის 30 მილიონად აფასებს.

შეგახსენებთ, ადრე გავრცელდა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ "ბარსელონა" ხავიერ მასკერანოს 20 მილიონი ევროს სანაცვლოდ გასაშვებად მზადაა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.