ტიაგუ სილვა: „ნეიმარი მსოფლიოში საუკეთესო გახდება“

ტიაგუ სილვა: „ნეიმარი მსოფლიოში საუკეთესო გახდება“

"პარი სენ ჟერმენის" ბრაზილიელი ცენტრალური მცველი ტიაგუ სილვა მიიჩნევს, რომ "ბარსელონას" ვარსკვლავი ნეიმარი კატალონიურ კლუბში წარმატებას მიაღწევს და მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელიც გახდება.

"ნეიმარს შეუძლია მსოფლიო ჩემპიონატი მოგვაგებინოს. ეჭვი არ მეპარება, რომ ის "ბარსელონაში" წარმატებას მიაღწევს. მან ესპანური პრესა უკვე გააკვირვა. ნეიმარი ყოველთვის გუნდზე თამაშობს და შეტევების განხორციელებაში მას თავისი დიდი წვლილი შეაქვს. ეჭვი არ უნდა შეგვეპაროს იმაში, რომ ნეიმარი ბრაზილიის ნაკრებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. ის ევროპაში დროულად გადმოვიდა და დარწმუნებული ვარ, რომ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი გახდება. ევროპაში თამაში მას ამაში დაეხმარება." - აცხადებს ტიაგუ სილვა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.