დელ ბოსკე: "არ მსურს "რეალისა" და "ბარსელონას" ომში მონაწილეობა მივიღო"

დელ ბოსკე: "არ მსურს "რეალისა" და "ბარსელონას" ომში მონაწილეობა მივიღო"

ესპანეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვისენტე დელ ბოსკემ განაცხადა, რომ მან ორ ესპანელ ფეხბურთელს მისცა ხმა "ოქროს ბურთის" ნომინაციაში. იტყობინება, Football Espana.

"ოქროს ბურთის" ნომინაციაში ხმა ორ ესპანელ ფეხბურთელს მივეცი. ვთვლი, რომ მათ არ მიუღიათ დამსახურებული აღიარება უკანასკნელ წლებში. ამის გარდა, მე ასევე არ მსურს მონაწილეობა მივიღო "რეალისა" და "ბარსელონას" ომში. შესაძლოა, რომ ეს ფეხბურთელები ამჟამად ფორმაში არ არიან, მაგრამ ისინი ევროპისა და მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონები არიან და სწორედ ამ თაობას წარმოადგენენ. მათ ინდივიდუალურ ასპარეზზე ასეთი აღიარება ჯერაც არ მიუღიათ. ამჟამად ლიონელ მესისა და კრიშტიანუ რონალდუს ერაა, ასე რომ განსაკუთრებულად ძვირფასია ის ფაქტი, რომ ესპანეთმა წარმატებას ისეთი გუნდების წინააღმდეგ მიაღწია, სადაც ეს მოთამაშეები გამოდიან." - განაცხადა, დელ ბოსკემ. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.