სანჩესი:" ჩემი თამაშით კმაყოფილი ვარ"

სანჩესი:" ჩემი თამაშით კმაყოფილი ვარ"

კატალონიის "ბარსელონას" შემტევმა ალექსის სანჩესმა განაცხადა, რომ წლევანდელ სეზონში უკეთ თამაშობს ვიდრე წინა წლებში. 

""ვილიარეალთან" უფრო მეტის გაკეთება შემეძლო. ამ მატჩში ჩემი თავით კმაყოფილი არ ვარ, მაგრამ თუ მთლიანად სეზონს შევაჯამებ, თამაშით კმაყოფილი ვარ. უფრო მეტი გოლი გავიტანე ვიდრე წინა სეზონებში და გუნდს უფრო კარგად შვეწყვე."

"გუნდიდან წასვლაზე არ მიფიქრია. მინდა ამ გუნდში მივაღწიო წარმატებას. "ბარსელონაში" ბედნიერი ვარ. მწვრთნელი მენდობა, გუნდის ფეხბურთელები კი მამხნევებენ. ჩემი ოჯახი აქ ცხოვრებით ბედნიერია. წარმატებისათვის ბევრი უნდა ვიმუშაოთ. ჩვენ დიდი პოტენციალი გვაქვს რაც მთელი სეზონის განმავლობაში ტიტულების მოგებაში დაგვეხმარება." - დაასრულა სანჩესმა. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.