მონტოია "ბარსელონაში" დარჩება
კატალონიის "ბარსელონას" ახალგაზრდა ესპანელმა მცველმა, მარტინ მონტოიამ საბოლოოდ გადაწყვიტა, რომ მშობლიურ კლუბში დარჩეს. იტყობინება, Sport.
არც თუ ისე დიდი ხნის წინ, მონტოია კატალონიურ გრანდში სათამაშო პრაქტიკას უჩიოდა, თუმცა დანი ალვესის უქმობის შემდგომ "ლურჯ-ბროწეულისფერთა" შემადგენლობაში ესპანელი ხშირად ხვდება. ფეხბურთელი 2014 წლის 1 იანვარს თავისუფალი აგენტი ხდება, თუმცა ეს მხოლოდ იმის უფლებას იტოვებს, რომ მას შეუძლია სხვა კლუბებთან მოლაპარაკებები აწარმოოს. მისი მიმდინარე ხელშეკრულება კი ძალაში ზაფხულამდე დარჩება. ფეხბურთელისადმი ინტერეს: "ინტერი", "ნაპოლი" და "ვალენსია" იჩენს, თუმცა ფეხბურთელი დიდი ალბათობით მშობლიური კლუბის დატოვებას არ ისურვებს.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]